მე ვფიქრობ, რომ ინტელის მესამე დონის ტრენინგი იქნება საინტერესო და გამომადგება ჩემს საქმიანობაში.. ტრენერს აქვს ძალიან კარგი გადმოცემის უნარი, ადვილად გავიგე ყველაფერი..
ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილსა და ინდივიდუაკურ განსხვავებებზე სწავლის დროს. ვთქვით, რომ მოსწავლეთა სამი ძირითადი ტიპი არსებობს: კინესტეთი (უყვართ მოძრაობა და სწავლა კეთებით), აუდიალი (სწავლა მოსმენით) და ვიზუალი (სწავლა მხედველობით, ანუ ასეთ მოსწავლეებს უყვართ კითხვა) მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი. ბოლოს ვიმუშავეთ ბლოგზე. ვისწავლეთ დიზაინის შეცვლადა გაჯეტების დამატება.
Comments
Post a Comment