Posts

Showing posts from May, 2017

ვიქტორინა 1 კლასის მოსწავლეებისთვის

მერვე დღის რეფლექსია

გეგმაში შევიტანეთ სასწავლო პროცედურები, რაც მოიცავდა პროექტის საწყის ეტაპს, მსველობასა და დასასრულს. (აქტივობებითა და შეფასებით) ვისწავლეთ კითხვარის შედგენა და ბლოგზე გამოქვეყვება. ასევე ბლოგზე ვიდეოს ატვირთვა, რაც ძალიან გამომადგება და აუცილებლად გამოვიყენებ. დღევანდელი დღე იყო განსაკუთრებით საინტერესო და ადვილად გავიგე ყველაფერი.

England attractions

Image

ინგლისის სანახაობები

Image

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილსა და ინდივიდუაკურ განსხვავებებზე სწავლის დროს. ვთქვით, რომ მოსწავლეთა სამი ძირითადი ტიპი არსებობს: კინესტეთი (უყვართ მოძრაობა და სწავლა კეთებით), აუდიალი (სწავლა მოსმენით) და ვიზუალი (სწავლა მხედველობით, ანუ ასეთ მოსწავლეებს უყვართ კითხვა) მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი. ბოლოს ვიმუშავეთ ბლოგზე. ვისწავლეთ დიზაინის შეცვლადა გაჯეტების დამატება.

მეექვსე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ Powerpoint ის გამოყენება პრეზენტაციებისთვის. შევქმენით მოსწავლის პროექტის ნიმუშის Powerpoint პრეზენტაცია, რომელიც გავაფორმეთ სურათებითა და ვიდეოთი. შექმნილი პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე ვიდეოს სახით. ბოლოს შევიმუშავეთ პროექტის შეფასების სქემის შინაარსი და რუბრიკები. 

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

მეხუთე დღის რეფლექსია

შევადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუშის ჩონჩხი ჩვენი პროექტისთვის... მივუთითეთ წყაროები

მეოთხე დღის რეფლექსია

შევადგინეთ პროექტის შეფასების გეგმა. გავიაზრეთ პროექტის მსვლელობების ეტაპები დასაწყისში, მსვლელობისას და დასრულების შემდგომ. ვიმსჯელეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე. ასევე გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. დღეს ასევე ვისწავლეთ gmail- ზე ფაილების შენახვა დრაივში და ვისაუბრეთ რა შემთხვევაშია სასარგებლო დრაივზე მონაცემების შენახვა. მივიღეთ საშინაო დავალება.

მესამე დღის რეფლექსია

პროექტის თემას შევუსაბამეთ ეროვნული გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტი. დავწერეთ პროექტის სასწავლო მიზნები და შედეგები. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები. ვისაუბრეთ შეკითხვების სამ ძირითად სახეზე: ზოგად, თემატურ და შინაარსობრივზე. როგორ შევადგინოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები. დავალებად მივიღეთ 1 ზოგადი, 2 თემატური და 3 შინაარსობრივი შეკითხვის შედგენა პროექტის ფარგლებში.